იაპონიაში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ
არაოფიციალურ ინფორმაციას უცხოური სააგენტოები იმ ვიდეომასალებზე
დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ ვრცელდება.
რამდენიმე
ხნის წინ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 300-მდე ცხედარი იპოვეს.
ცუნამის შედეგად წყლით სრულად დაიფარა გემი, რომელზეც ასობით მგზავრი
იმყოფებოდა. იაპონიაში ცუნამი ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია.
იაპონიაში
დღეს 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოს
ჩრდილო-აღმოსავლეთით, 373 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ
ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევა
და მსხვერპლი მოჰყვა.